პეტრე ცისკარიშვილი - გერმანია საქართველოს აკვირდება და ცდილობს, საერთო შეხების წერტილები იპოვოს, თუნდაც გეოპოლიტიკურ, სტრატეგიულ საკითხებში, რუსეთის იზოლაციასა და სანქცირებაში - სამწუხაროდ, არ აქვს

თუ გეოპოლიტიკურად, სტრატეგიული კუთხით, ღირებულებების თვალსაზრისით არაფერში ემთხვევი ევროპას, რანაირად გინდა წინ გადადგა ნაბიჯი და კანდიდატის სტატუსი მიიღო?- ეს არის მთავარი შეკითხვა, რაზეც ამ „რუსული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია და გვიჭირს პასუხის გაცემა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი დისკუსიის საგანი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყო და სწორედ ამ კუთხით ისაუბრეს კოლეგებთან.

„რამდენიმე ასპექტია. ევროპა, მათ შორის, ცხადია გერმანია საქართველოს აკვირდება და ცდილობს, საერთო შეხების წერტილები იპოვოს, თუნდაც გეოპოლიტიკურ-სტრატეგიულ საკითხებში, თუნდაც რუსეთის იზოლაციაში და სანქცირებაში. აქ, სამწუხაროდ საქართველოსთან საერთო შეხების წერტილები არ აქვს. ამიტომ გადმოდიან 12-პუნქტიან გეგმაზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე გვესაუბრებიან, ამ ნაწილში მაინც გავიზიაროთ ევროპასთან ერთად საერთო ღირებულებები. სამწუხაროდ, აქაც არ გვაქვს პროგრესი.

თუ გეოპოლიტიკურად, სტრატეგიული კუთხით, ღირებულებების თვალსაზრისით არაფერში არ ემთხვევი ევროპას, რანაირად გინდა წინ გადადგა ნაბიჯი და კანდიდატის სტატუსი მიიღო? ეს არის მთავარი შეკითხვა, რაზეც ამ „რუსული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია და გვიჭირს პასუხის გაცემა“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა