ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ აცხადებს, რომ ბელგოროდში პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი ლიკვიდირებულია

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და ლეგიონის „რუსეთის თავისუფლება“ განცხადებით, მათ ბელგოროდის ოლქში, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ანდრეი სტესევი მოკლეს.

„სტესევი ბრძოლაში დაიღუპა, როგორც ოფიცერი იარაღით ხელში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხელები იდაყვამდე სისხლითაა დაფარული. მისი ბრძანებით, ის და მისი ხელქვეითები სისტემატურად ატერორებდნენ ბელგოროდის ოლქის მოსახლეობას და არღვევდნენ მათ უფლებებსა და თავისუფლებებს. მანამდე სტესევმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლა ჩეჩნეთში, იუგოსლავიაში, აფხაზეთსა და უკრაინაში“, - განაცხადა ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში