უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოძახება ქალაქის დარნიცის რაიონში მიიღო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში, გზის სავალ ნაწილზე ნამსხვრევები ჩამოცვივდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მონაცემები ზუსტდება.

შეგახსენებთ, წუხელ ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა ხარკოვშიც. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს S-300 ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს