უკრაინელებმა რუსების მიერ ნასროლი 35-ვე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

რუსული ძალები უკრაინას წუხელ X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 35-ვე რუსული რაკეტა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა კასპიის ზღვის ტერიტორიიდან Tu-95ms ტიპის ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენიდან განახორციელეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რაკეტების უმეტესობა დედაქალაქის მიმართულებით მიემართებოდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის