ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.​ ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ​პროექტი საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913”-​ ​ის განვითარებისა და ქალაქში ​საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მი​ზნით განხორციელდა​.​

„სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი, რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები,​ შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

საფეხბურთო ბაზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.

ქალაქ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს ​სპორტის სხვადასხვა სახეობისა და ​სპორტსმენების​ მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია ​გაეზარდოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება