„ენერგოატომი“ - კახოვკას კაშხლის განადგურებას, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვეს

რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ კომპანია „ენერგოატომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. კახოვკას რეზერვუარიდან წყალი აუცილებელია იმისთვის, რომ ატომურმა ელექტროსადგურმა მიიღოს ენერგია ტურბინის კონდენსატორებისა და უსაფრთხოების სისტემებისთვის. ახლა ელექტროსადგურის გამაგრილებელი წყალსატევი სავსეა: დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16.6 მეტრია და ეს საკმარისია ელექტროსადგურის საჭიროებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ენერგოატომი“ ირწმუნება, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელი პერსონალი ყველა ინდიკატორს აკონტროლებს. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ გაავრცელებს ინფორმაციას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის