ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსმა ტერორისტებმა კახოვკას ჰესის სტრუქტურების შიდა აფეთქება განახორციელეს, დატბორვის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით გამართული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გავმართე. ღამის 02:50 საათზე რუსმა ტერორისტებმა კახოვკას ჰესის სტრუქტურების შიდა აფეთქება განახორციელეს. დატბორვის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტია. გაიცა დავალება სახიფათო უბნებიდან ევაკუაციის და ყველა ქალაქისა და სოფლის, რომლებსაც წყალი კახოვკას წყალსაცავიდან მიეწოდება, სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ყველაფერს ვაკეთებთ ხალხის გადასარჩენად. ჩართულია ყველა სამსახური, სამხედრო, მთავრობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სხდომაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო და უსაფრთხოების ზომების ერთობლიობაზე, რათა რუსეთს ამ ტერაქტისთვის მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში