იენს სტოლტენბერგი  - კახოვკას კაშხლის განადგურება კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს

კახოვკას კაშხლის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას.

მისი თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის სისასტიკეს.

„ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის