კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დნიპროში 150 ტონა საპოხი მასალა მოხვდა

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად მდინარე დნიპროში 150 ტონა საპოხი მასალა ჩავიდა, - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ეს ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე გახდა ცნობილი.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს აცნობეს, რომ მდინარე დნიპროში სულ მცირე 150 ტონა საპოხი მასალა ჩავიდა, არსებობს კიდევ 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი“, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები რიგ საერთაშორისო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ, მათ შორის იმაზე, რომ მოიწვიონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, მიმართონ საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რადგან რუსების ასეთი ქმედებები შეიცავს ჟენევის კონვენციის დარღვევის აშკარა ნიშნებს.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებში მსხვერპლი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებს აცნობეს, რომ სიტუაციას ელექტროსადგურის უკრაინული პერსონალი აკონტროლებს და აქვს ინსტრუმენტები მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის