რუსეთის მიერ დანიშნული „მერი“ - ნოვა-კახოვკაში სამი დასახლება მთლიანად დაიტბორა

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ ქალაქ ნოვა-კახოვკაში სამი დასახლება მთლიანად დაიტბორა, - ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ლეონტიევმა განაცხადა.

„მასშტაბები კატასტროფულია. ამ დროისთვის ნოვო-კახოვკას ურბანულ ოლქში სამი დასახლება დაიტბორა. განადგურება მასშტაბურია, მათ შორის ინფრასტრუქტურის", - აღნიშნა ლეონტიევმა.

მისი თქმით, სანაპირო სოფლებიდან უკვე 900-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქების გამო უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა