„უნიანი“ - აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს

მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია განაახლა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მომსახურებაზე მასობრივი უარის თქმა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება „უნიანი“ წერს.

სააგენტოს მიხედვით, რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან „გაბერილ ფასებს“, რომელიც ქართულმა გადამზიდავმა Georgian Airways-მა დააწესა.

„ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება“, - წერს გამოცემა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ.

„დიახ, ბილეთები საქართველოს მიმართულებით უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის! მართლაც, დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია, საქართველოში კი გიჟური ფასებია" , - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო რუსეთის მოქალაქეს.

ასევე, „უნიანი“ წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და ტაილანდის ბილეთებიც კი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში საჰაერო მგზავრობა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ