ანონსი  7 ივნისი

7 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები კლაუს ვალდნერი და უვე ბეიერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებენ.

7 ივნისს, 10:30 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის პარტიის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ქართულ ავიაციაში კორუფცია და საერთაშორისო სანქციების რისკი.

მის: ბროსეს ქ.# 6

საკონტაქტო: თეა გოჩიტაიშვილი - 599880908

7 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება. ვითარება უკრაინაში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ივნისს, 11:45 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინკსი, რომელიც პარტნიორობის გაძლიერებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში იმყოფება, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარს გააკეთებს.

მის: ნინოშვილის 35, შადრევანთან

საკონტაქტო; თამრიკო მიქაძე - 5 99 533 031; ინგა ნიკაგოსიანი - 5 77 293 979

7 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, საჯარო ლექცია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“ გაიმართება.

ლექციას გამართავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი პაატა იმნაძე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი მიხეილ სოხაძე.

მის: გურამიშვილის გამზ.#17, მეხუთე სართული, დიდი აუდიტორია

საკონტაქტო: 599 10 40 43

7 ივნისს, 16:00 საათზე, მპგ „თაობები საქართველოსთვის“ რუსთავში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი და პოლიტიკური საბჭოს წევრები.

მის: რუსთავი, რუსთაველის ქ.N30ა (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)

საკონტაქტო: თამარ სანოძე - 558 36 36 44

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო