რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.
რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე “საერთაშორისო ზომებისა და უსაფრთხოების ზომების კომპლექტი” იქნა შეთანხმებული, რათა რუსეთი ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობას მიეცეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველების საბჭოს სხდომაზე რუსული ტერაქტის საკითხის გატანასაც მოითხოვს, ისევე როგორც ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ამოქმედებას.