ჯოზეფ ბორელი - კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული სისასტიკის ახალი დონეა - რუსეთის ფედერაცია უგუნურ ბირთვულ ავანტიურას აგრძელებს

კახოვკას ჰესის აფეთქება რუსული სისასტიკის ახალი დონეა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

“დღეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთის ფედერაციის უკრაინული სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ევროკავშირი ცხადად გმობს ამ თავდასხმას. იგი რუსული სისასტიკეების ახალ დონეს წარმოადგენს და შესაძლოა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყოს”, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, კაშხლის განადგურებამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საფრთხის ქვეშ დააყენა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინასთან კონტაქტში იმყოფება, რათა გაარკვიოს, როგორი დახმარება სჭირდება კიევს.

“ამ საქციელით რუსეთის ფედერაცია საკუთარ უგუნურ ბირთვულ ავანტიურას აგრძელებს, და საფრთხის ქვეშ აყენებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემების სათანადო ფუნქციონირებას”, - განაცხადა ბორელმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა