ვოლოდიმირ ზელენსკი - ბედნიერების დღე მქონდა, F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ

ბედნიერების დღე მქონდა, F-16-თან დაკავშირებით სერიოზული, ძლიერი შეთავაზება მივიღეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეისთვის ჩვენი ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა მოლდოვაში [იყო], სადაც დახურული შეხვედრა მქონდა ქვეყნებთან, რომლებმაც დანამდვილებით დაადასტურეს, რომ F-16-ებს მოგვცემენ. ამისთვის აშშ-თან საერთო შეთანხმება გვჭირდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას თვითმფრინავების რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალების გამხელა არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პარტნიორისგან გაიგო, რომ რაოდენობა სერიოზული იქნება.

“უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა. ვინაიდან ხანდახან, როგორც იცით, რაღაცაზე ერთზე, ორზე უნდა შეთანხმდეთ, და აქ კი სერიოზული, ძლიერი შეთავაზება იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია ქაღალდზე იყოს, შეთანხმება რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ და მაშინ მთელი ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყება და ეს სწრაფი არაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ