კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით სიტუაციას შევისწავლით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ვამზადებთ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ვნახეთ შეტყობინებები რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ [კახოვკის ჰესის] კაშხლის აფეთქებისთვის, რომელიც, შეგახსენებთ, უკანონოდ იქნა რუსეთის მიერ დაპყრობილი გასულ წელს და მას შემდეგ ოკუპირებული… შესაძლებელს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს შეტყობინებები შევაფასოთ, და უკრაინელებთან ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ. მაგრამ ჯერჯერობით არ შეგვიძლია ვთქვათ ზუსტად, რა მოხდა”, - განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, ვაშინგტონი მზად არის კიევს კატასტროფის შედეგების დაძლევაში დაეხმაროს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით.
“გარანტიას გაძლევთ, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში უსაფრთხოების სფეროში დახმარების დამატებით პაკეტებს ნახავთ. გავაგრძელებთ ყველაფერი შესაძლებელი ვაკეთოთ, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა” , - განაცხადა კირბიმ.