ვოლოდიმირ ზელენსკი - კახოვკას ჰესზე მომხდარი კატასტროფა უკრაინას ვერ შეაჩერებს - გავათავისუფლებთ  ჩვენს მიწას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე რუსების მიერ შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას, განახორციელოს საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია და არ გაზრდის ოკუპანტების ამ ტერიტორიაზე დარჩენის შანსებს.

”რუსი ტერორისტების მიერ კახოვკაიას ჰიდროელექტროსადგურზე შექმნილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს. ჩვენ მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხელისუფლება "ყველა დონეზე" ყველაფერს აკეთებს ხალხის გადასარჩენად და სასმელი წყლით მათ უზრუნველსაყოფად, ვინც წყალს კახოვკას წყალსაცავიდან იღებდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა