გაერო-ში უკრაინის ელჩი - კახოვკას ჰესის განადგურება ტერორისტული აქტია - ეს არის კრემლის პასუხი მშვიდობის შესახებ მოწოდებებზე

რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მაქსიმალური ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერჰი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მსხვერპლისა და განადგურების გამოწვევა. გადამწვარი მიწის, ან ამ შემთხვევაში დატბორილი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ოკუპირებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნით“, - აღნიშნა კისლიცამ.

მისი თქმით, რუსეთი ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს კაშხალი უკრაინამ ააფეთქა.

"ჩვენ ვხედავთ იგივე ტექნიკას - მსხვერპლს საკუთარ დანაშაულში ადანაშაულებენ. მცირე შანსია, რომ ქვეყანამ, რომელმაც უარყო თავისი ომის დანაშაულებები მარიუპოლში, ბუჩაში, იზიუმში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, აღიაროს პასუხისმგებლობა დღევანდელ კატასტროფა“, - აღნიშნა გაერო-ში უკრაინის ელჩმა.

მისი თქმით, კაშხლის აფეთქება არის კრემლის პასუხი რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ქვეყნების მოწოდებების მიმართ. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით დაადასტურა, რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული დეესკალაციითა და მშვიდობით.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება