გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კატასტროფის მასშტაბები სრულად მხოლოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.
”მაგრამ უკვე ნათელია, რომ მას ექნება მძიმე და შორსმიმავალი შედეგები სამხრეთ უკრაინაში ფრონტის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ათასობით ადამიანისთვის, სახლების, საკვების, უსაფრთხო წყლისა და საარსებო წყაროს დაკარგვით,” - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე.
ცნობისათვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტოროს მოთხოვნით გაიმართა. უწყებამ გუშინ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.