ჯო ბაიდენი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე - ჩვენ არ მივატოვებთ, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.

კითხვაზე, რა გზავნილი აქვს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“.

შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კაშხლის აფეთქების გამო 80 დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს. აქედან რამდენიმე უკვე დაიტბორა. უკრაინა დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა