პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია, ქვეყანა გზაჯვარედინზეა - უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვას.

ელჩის თქმით, ის მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს კავშირს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან და წევრი ქვეყნების უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში, რადგან მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ქვეყანა არის გზაჯვარედინზე, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის იმდენად ინტენსიური იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ცალსახად, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კავშირს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იმდენად ინტენსიური იყოს, რამდენადაც შესაძლებელია, იმისთვის, რათა უზრუნველყოთ, რომ 27 წევრი ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს, რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს 2023 წლის 9 ივნისს შეხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა