ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურების გამო, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკას კაშხლის განადგურების გამო. ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური გავლენის გამო, რაც მან გამოიწვია“, - განაცხადა ვან ვენბინმა.
ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური პეკინი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მიმართ ერთგული იქნება და იმუშავებს ვითარების დეესკალაციის ხელშესაწყობად.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ისევე როგორც, მოქალაქეებისა და სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდა.