8 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურასთისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, უმასპინძლებს ახალი პროექტის წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აგროსასურსათო სექტორში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და დაბალემისიიანი განვითარების ხელშეწყობას.
მის: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია", დარბაზი 1.
საკონტაქტო: 577 245 502
8 ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორი, ალიკა გუჩუა განცხადებას გააკეთებს.
თემა: „კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული აფეთქება. ვითარება უკრაინაში“.
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
8 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე, საბა ბუაძე გამართავს ბრიფინგს.
თემა: „ურბანული გენოციდის მორიგი შემთხვევა თბილისში - მშენებლობის ნებართვა ივანიშვილის გარემოცვისათვის“.
მის: თავისუფლების მოედანი #2
8 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის რეგულირება; ტარიფები; უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები და სხვა საკითხები“.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599 72 65 65
8 ივნისს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარადგენს ახალ საკანონმდებლო წინადადებას თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის გაძლიერების შესახებ.
მის: დავით აღმაშენებლის #61 („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი)
8 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
8 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
8 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
8 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
8 ივნისს, 15:00 საათზე, მხატვარ დაჩი მინდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „დაჩისთან სტუდიო ვიზიტი“ გაიხსნება.
მის: აღმაშენებლის გამზირი, კინოსტუდია, მცირე პავილიონის შენობა, 164 დ.
8 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური შეხვედრა.
მის: ელიას მთა. წმ.სამების საკათედრო ტაძარი. I სართული
საკონტაქტო: ნათია გოგუაძე - 595 30 05 19