სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, კომპანია “მარტივი შესყიდვების” ინიციატივით, შემსყიდველთა პირველი ღია ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კომპანია „მარტივი შესყიდვების“ საქმიანობის ძირითადი მიზანი არის საქართველოში შესყიდვების სფეროს განვითარება, სწავლა-განათლების, საკონსულტაციო და აუთსორს მიმართულებით.
ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო დიდი იყო, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ საინტერესო სპიკერებისთვის შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების ცენტრალიზების, გაციფრულების და აუთსორსის მიმართულებით. კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ბაკო ხაბურძანიამ, ისაუბრა შესყიდვების პროცესების ცენტრალიზებაზე, სირთულეებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე. ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში თანამშრომლობა კომპანია ტენდერს.ჯი-სთან და სიგნიფაისთან. კომპანია სიგნიფაის პროდუქტის სარგებლიანობაზე და მნიშვნელობაზე ღონისძიებაზე ისაუბრა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზვიად წოწკოლაურმა. ტენდერს.ჯის დამფუძნებელმა კახა კაპანაძემ კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კომპანიებში შესყიდვების ფუნქციის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღნიშნა რამდენად პრიორიტეტულია პროცესების გაციფრულება.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე შეყიდვებში. იმსჯელეს პანდემიის პერიოდში დანერგილ სასარგებლო ცვლილებებზე. ასევე განიხილეს რისკების შემცირების გზები და მექანიზმები.
ასევე საინტერესო იყო ქართული სტარტაპი ქოსთის პრეზენტაცია სამშენებლო პროცესში არსებულ გამოწვევებზე და სირთულეებზე.
მსმენელებს შესაძებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ აუთსორს ტენდეციებს საქართველოს ბაზარზე. საოფისე ბეჭდვის აუთსორსის მიმართულებით ისაუბრა კონიკა მინოლტას წარმომადგენელმა, რევაზ ჯამაგიძემ. ღონისძიების ორგანიზატორებმა, კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ახსიაშვილმა და შესყიდვების კონსულტანტმა მაშო აკობიამ გააცნეს შემსყიდველებს ახალი პროდუქტი შესყიდვების აუთსორსის მიმართულებით, რომლის მიზანი არის შემსყიდველების მხარდაჭერა და კომპანიების გაძლიერება პროცესების ეფექტურობის გაზრდის საშუალებით.
„27 მაისს, გავხდით 2 წლის და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ნელი სტარტით დავიწყეთ, 2 წლის თავზე ამხელა პროექტის განხორციელება შევძელით“, - აღნიშნა კომპანია "მარტივი შეყიდვების" დამფუძნებელმა, თამარ ახსიაშვილმა.
ღონისძიების ოქროს სპონსორები და მხარდამჭერები არიან: "მონტაჟ ჯორჯია", "ბიმ 3", BDO Digital, Bia, BPN. GE და ღვინის ბრენდი „ფესვები“. ღონისძიების გენერალური სპონსორი და პარტნიორები: Signify, Tenders.ge, Costy, Adwise ჯგუფი.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სტუმრებისგან მიღებულმა უკუკავშირმა და ინტერესმა, კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი შესყიდვების სფეროს განვითარებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არ დასრულდება და სამომავლოდ მსგავსი შეხვედრები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
(R)