უკრაინის გენშტაბი - კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.

„ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ შენაერთებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალით, მანქანებით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სამხედრო ტექნიკით.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება