კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქში მინიმუმ 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიტბორა, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წყლის საშუალო დონე 5.61 მეტრამდე გაიზარდა.
„სახიფათო ზონიდან" თითქმის 2000 ადამიანი იქნა ევაკუირებული და დროებითი დახმარების თავშესაფრებში გადაყვანილი.
უკიდურესი საფრთხისა და რუსული ძალების მხრიდან უწყვეტი დაბომბვის მიუხედავად, დატბორილი ტერიტორიიდან ევაკუაცია გრძელდება“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ხალხი იტანჯება არა მხოლოდ წყალდიდობისგან, არამედ რუსეთის მხრიდან ტერორისგან და იმისგან, რომ ოკუპანტებს მათი დახმარება არ სურთ“, - განაცხადა ალექსანდრ პროკუდინმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსული ძალები ცეცხლს უხსნიან მაშველებს, რომლებიც ცდილობენ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ დატბორილ ტერიტორიებს მიაღწიონ.
„როდესაც ჩვენი ძალები ცდილობენ მათ გამოყვანას, ოკუპანტები შორიდან ესვრიან“, - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Bild-ს.