26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ალუდა ღუდუშაური - მას, ვინც ამბობს, რომ ლაშა ხუციშვილის დანიშვნით ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა ან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი არ აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება ცხვირი გაეზარდოს

მინდა პრეზიდენტის ოფისს რჩევის სახით ვუთხრა: ვეტოს მეტი შინაარსობრივი დატვირთვა და წონა შესძინონ - შინაარსობრივად კარგად ვერ არიან გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ვეტო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგან „პირმა ვეტო სუბიექტურ გადაწყვეტილებას არ უნდა დაუქვემდებაროს“.

„პრეზიდენტის არაერთი ვეტო გვინახავს, რომელსაც არც ერთი არგუმენტი და დასაბუთება არ ჰქონია. რადგან მოცემულ შემთხვევაში ლაშა ხუციშვილი მოქმედი ფინანსთა მინისტრია, თუ ის იქნება წარდგენილი და არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, ამით თურმე ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა წაერთმევა. ვინც ამას ამბობს, მას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი ან საერთოდ არა აქვს წაკითხული ან წაკითხული აქვს, მაგრამ იმდენად ცრუობს, რომ შეიძლება ცხვირი გაეზარდოს. ეს ტყუილი და სასაცილოა. საუბარია ბორდზე, ეროვნული ბანკის ფუნქციები საბჭოზეა გადანაწილებული და ის იღებს გადაწყვეტილებებს. ლაშა ხუციშვილთან დაკავშირებით დასაბუთებული კრიტიკა ვერ მოვისმინეთ, საოცარი და ამავე დროს სასაცილო ფაქტია, რომ თურმე მისი ერთადერთი ნაკლია ის, რომ არის მოქმედი ფინანსთა მინისტრი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა