ლუკ დევინი - საქართველო ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ უნდა გახდეს

ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ფრენებს მასთან - ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე სწუხს იმის გამო, რომ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საშუალება ეძლევათ.

„არც ახლა და არც წარსულში, როდესაც ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, არ გვითხოვია საქართველოსთვის, შეეწყვიტა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მინდა, ამას ხაზი გავუსვა. თუმცა, მტკიცედ მოვუწოდეთ საქართველოს არ განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას - ფრენების განახლება რუსეთთან იმ დროს, როდესაც ევროკავშირი აჩერებს ამ ფრენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთის იზოლაციის მიზნით. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, ისევე როგორც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების გამო, არ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ადგილი“, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაბალია.

„სამწუხაროდ წელს საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია. შარშან ის იყო 44 % და წელს მხოლოდ 28%-ია. განსხვავებისთვის, ზოგიერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის თანხვედრის მაჩვენებელი 100%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის