მარინა კალიურანდი - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ასევე ე.წ. „რესპუბლიკების“ არაღიარების პოლიტიკას, რომლებშიც რუსული ჯარები და მესაზღვრეები უკანონოდ იმყოფებიან.

ევროპარლამენტი ახლოდან აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები ხალხის სტატუსსა და უფლებებს. როგორც უკვე ვახსენე, წინა სექტემბერს ჩვენი მისია საქართველოში განსაკუთრებით რელევანტური იყო, ვინაიდან EUMM-იდან კოლეგებთან ერთად შევძელით საოკუპაციო ხაზის მონახულება.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს წინ წაიწიოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის მეშვეობით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, იმ ხალხისადმი მიწვდომის მცდელობებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ, როგორც ნაჩვენებია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” სამშვიდობო ინიციატივით. ევროპარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირის აქტიურ წვლილს მშვიდობიან პროცესში სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის წარდგენით და EUMM-ის მეშვეობით.

სამწუხაროდ, 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დარღვევით EUMM-ს საშუალება არ მიეცა ოკუპირებული ტერიტორიები მოენახულებინა, რაც, რა თქმა უნდა, ავიწროებს მათი ქმედებების მასშტაბს“, - განაცხადა კალიურანდმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება