9 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსი ეკა ბოჭორიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57;
საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 49 90 04
9 ივნისს, 11:30 საათზე, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და სარევიზიო კომისიის წევრები შეიკრიბებიან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, პარტიის წარდგენით არჩეული თანამდებობის პირები და საკრებულოებში „ლელოს“ წარმომადგენლები.
მის: რუსთაველის გამზ.#7 (ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი)
9 ივნისს, 13:00-დან 16:00 საათამდე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რიგით მე-11 კულტურის ფესტივალი გაიმართება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2
საკონტაქტო: 577 17 89 28
9 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2
10 ივნისს, 20:00 საათზე, ხობში, ხობის ცენტრალურ პარკში რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან ისაუბრებენ ადგილობრივ პრობლემებზე მათი გადაჭრის გზებზე და დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზების ადვოკატირების კამპანიში.