უკრაინის გენშტაბი - რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან  ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად” იყენებენ

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქის დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ უკრაინელებს „ცოცხალ ფარად” იყენებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებულ პუნქტებში რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, ხალხს, რომლებიც დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან ევაკუირდნენ, პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები", - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

მათი თქმით, ამ გზით რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს “ცოცხალ ფარად” იყენებენ დაბომბვებისგან დასაცავად.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა