რიში სუნაკი - არსად წავალთ, ვიქნებით უკრაინასთან რამდენხანსაც საჭირო იქნება და ვიმედოვნებ, ეს დააჩქარებს პუტინის იმ აზრამდე მისვლას, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდეს, რათა ვლადიმერ პუტინმა არ იფიქროს, რომ დასავლეთი „დაიღალა“.

„პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ ალიანსი დაიღლება და დანებდება, მაგრამ ასე არ არის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები შეძლებენ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერას, ეს იქნება მძლავრი სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის.

„ჩვენ არსად წავალთ. ვიქნებით აქ [უკრაინასთან], რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და ვიმედოვნებ, ეს დააჩქარებს პუტინის იმ აზრამდე მისვლას, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები და შეწყვიტოს უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი“, – აღნიშნა რიში სუნაკმა.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, კონგრესი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რესპუბლიკელებს შორის არსებული განხეთქილების მიუხედავად.

”საქმე ის არის, რომ მჯერა, გვექნება საჭირო დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება. მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ ამ მხარდაჭერას, ეს იქნება რეალური“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის