ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთს ხერსონის ოლქში დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ვრცელდება ცნობები დაბომბვის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის ხერსონის ოლქში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სამაშველო სამუშაოებს კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს მიუღებელი ქმედებები. ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი ომის დანაშაული. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - დაწერა ბორელმა „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსები განუწყვეტლად ბომბავენ ხერსონის ოლქს, სადაც კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.