უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 10 დამრტყმელი დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა, 9 ივნისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ირანული Shahed-136/131 ტიპის დრონებითა და Х-101 / Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.

საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, Shahed-ები სამხრეთიდან გაუშვეს, საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები კი ოთხი Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენიდან კასპიის ზღვის რეგიონიდან გაისროლეს.

„თავდასხმის დროს 16-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, 4 ერთეული X-101/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 10 Shahed-136/131 და Lancet-ის ტიპის დრონი და 4 ერთეული Orlan-10 და Supercam-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე, რუსულმა ძალებმა ჩერკასის ოლქში, ერთ-ერთ სამოქალაქო ობიექტს „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ავიაციამ გასულ და მიმდინარე დღეს 20-მდე საცეცხლე დარტყმა მიაყენა საოკუპაციო ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ლოგისტიკას, სამხედრო აღჭურვილობას და პოზიციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა