აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ფუზულის, ხოჯალისა და შუშას მიმართულებებით ცეცხლი გაუხსნეს.

„8 ივნისს, 11:25 საათიდან 18:40 საათამდე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხური უკანონო შეიარაღებული რაზმები პერიოდულად ცეცხლს უხსნიდნენ ფუზულის, ხოჯალისა და შუშას მიმართულებებით განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა „ადეკვატური საპასუხო ზომები“ მიიღეს.

„გარდა ამისა, სომხური უკანონო შეიარაღებული რაზმების წევრები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საფარქვეშ ცდილობდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ საფორტიფიკაციო ობიექტების აღმართვას აღდამის, ფუზულის, ხოჯავანდის, ხოჯალისა და შუშას რაიონების მიმართულებით. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად სამუშაოები დაუყოვნებლივ შეწყდა“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

სომხური მხარე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნისა და საფორტიფიკაციო სამუშაოების შესახებ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის