შვედეთი ნატო-ს ნებას დართავს, ჯარები მის ტერიტორიაზე განათავსოს იქამდე, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადეს.
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება გაიარონ მომზადება ნატო-სა და ნატო-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა.
მათი განმარტებით, მომზადება შესაძლოა, მოიცავდეს შვედეთის ტერიტორიაზე უცხოური აღჭურვილობისა და პერსონალის დროებით განთავსებას.
„გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს და აძლიერებს შვედეთის თავდაცვას“, - აცხადებენ ულფ კრისტერსონი და პალ ჯონსონი.
შვედეთმა, შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, თუმცა, თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობამ პროცესი შეაჩერა. შვედეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ლიეტუვაში მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.