ჭიათურის მაღაროს 300-მდე მაღაროელი მესამე დღეა საპროტესტო რეჟიმშია

ჭიათურის 300-მდე მაღაროელი მესამე დღეა, საპროტესტო რეჟიმში ყოფნას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ სურამელაშვილი აცხადებს, დამსაქმებელსა და საპროტესტო რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. მისივე განმარტებით, თანამშრომლებს 24-პუნქტიანი მოთხოვნა აქვთ, მათ შორისაა, შრომითი პირობების გაუმჯობესება.

„გუშინ შეხვედრა ჰქონდათ უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ადმინისტრაციასთან. შეხვედრა ეხებოდა ახლანდელ გარემოებას, თუ რა ვითარებაა, როგორი მდგომარეობა აქვთ, დამსაქმებლის მხრიდან შეთავაზება იყო, რასაც ესენი არ ეთანხმებიან. დღეს, ან ხვალ, ვაპირებთ ჩასვლას და ამ პირობების დეტალურად, იურიდიულად გავლას. 300-მდე ადამიანი გამოხატავს პროტესტს, მთლიანობაში 3 900-მდე ადამიანი მუშაობს.

დასაქმებულებმა 24 პრობლემური საკითხი წარადგინეს, რაც მოსაგვარებელი იყო. დამსაქმებელი კომპანიას თავისი შეთავაზება ჰქონდა, რასაც ესენი ეწინააღმდეგებიან. დამსაქმებლის პოზიციით, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება, თუკი, სამუშაო პროცესი განახლდება.

კომპანიაში პრობლემა ნოემბრის თვიდან დადგა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ეს ეკონომიკური გარემოება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაუდგათ. პროფესიულ კავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ადამიანებს - გაჩერებული საწარმოს მდგომარეობაში ხელფასის 60% მაინც უნაზღაურდებათ, სამედიცინო პაკეტები შენარჩუნებული აქვთ“, - განაცხადა სურამელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება