ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დელეგაციების ხელმძღვანელებს დღეს, სოჭში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დღეს, სოჭში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გამართავს. ის ასევე შეხვდება დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დელეგაციების ხელმძღვანელებს. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი გეგმავს შეხვედრას ბელარუსის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში იმყოფება და თავისი სამუშაო დღის საჯარო ნაწილს დაიწყებს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არაფორმალური საუბრით, რომელიც შედგება „ბოჩაროვ რუჩეის“ რეზიდენციაში", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი გაემგზავრება „სირიუსში“, სადაც შეხვედრა გაიმართება უცხო ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მონაწილეობენ ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოსა და დსთ-ს მთავრობათა თავმჯდომარეთა საბჭოს სხდომებში.

სოჭში ვლადიმერ პუტინს დახვდება რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი.

„დაგეგმილია პუტინისა და მიშუსტინის გამოსვლა, ასევე, უცხო ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების გამოსვლები. შემდგომ რუსეთის პრეზიდენტი გამართავს ცალკე სამუშაო შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან”, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა ორთაბრძოლათა აკადემიას, რომელიც მისი დავალებით აშენდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს