ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას კატასტროფაზე - 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია

ვადგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზიანი გამოიწვია რუსეთმა ამ კატასტროფის შედეგად. 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება მოშლილია. ბევრ ქალაქში და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, სადაც ის კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ მიმდინარე ევაკუაციაზე საუბრობს.

„ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დონეზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ დატბორილი ტერიტორიებიდან. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს!“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი - დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა