იაპონიის ელჩი, უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ იაპონიის მთავრობის განცხადება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ, გამოიწვევს საბრძოლო მოქმედებების ესკალაციასა და კიევის რეჟიმის მსხვერპლთა რიცხვის შემდგომ ზრდას.

იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს მას შემდეგ, რაც იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„9 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ დაიბარა რუსეთში იაპონიის ელჩი, უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის (ჯავშანმანქანების, ყველგანმავლების) მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კისიდის ადმინისტრაცია მზად უნდა იყოს გაიზიაროს პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, მათ შორის რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში, რაც შეიძლება მოხდეს უკრაინელი ტერორისტების დანაშაული მოქმედებების შედეგად, რომლებიც აქტიურად გამოიყენებენ კიევისთვის მიწოდებულ სამხედრო ტექნიკას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სახიფათო ჩიხში შეიყვანოს რუსულ-იაპონური ურთიერთობები და ეს არ ჩაივლის შედეგების გარეშე.

„ამ გადაწყვეტილებით ტოკიომ შეიყვანა ორმხრივი ურთიერთობები სახიფათო ჩიხში. ასეთი მოქმედებები არ უნდა დარჩეს სერიოზული შედეგების გარეშე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის