რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულიაიპოლის საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქ გულიაიპოლში საავადმყოფო დაბომბეს. ცნობილია, რომ საავადმყოფოს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა“, - განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით დაღუპულია უმცროსი მედდა და სანტექნიკოსი.