სულხან სიბაშვილი - პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება, ამის შემდეგ თვითონ გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

პრიორიტეტია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება. სწორედ ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა განაცხადა.

როგორც სულხან სიბაშვილმა აღნიშნა, პრიორიტეტია სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას და დაასახელებს თუ არა პარტია, ეს თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ჯერ პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, მისი თავისუფლება. ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი თვითონ გადაწყვეტს, იქნება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მოვისმინე მისი კომენტარები გუშინ ეთერში. ის არჩევნები, რომელიც დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარდა და მისდა სამწუხაროდ წააგო, ამ წაგებას ღირსეულად დახვედრა უნდა“, - აღნიშნა სულხან სიბაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა