საბა ბუაძე - ურბანული თვალსაზრისით, ჩხარტიშვილის პროექტი სრული კატასტროფაა - კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ კახა კალაძისთვის გენერალური გეგმის მიღება პიარ-აქცია იყო

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, სოფელ შინდისში არსებულ მიწის ნაკვეთებზე „თაუნ ჰაუსები"-ს და სააგარაკე-დასასვენებელი ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის აშენება ურბანულად “სრულიად კატასტროფული გადაწყვეტილებაა”, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

როგორც მან საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კახა კალაძისთვის გენერალური გეგმის მიღება პიარ-აქცია იყო.

მისივე თქმით, ყველა სხდომა არის იმის დადასტურება, თუ როგორ მდიდრდებიან დედაქალაქის მერის ახლობლები და ნათესავები თბილისის ინტერესების საზიანოდ.

“ურბანული თვალსაზრისით, ჩხარტიშვილის პროექტი სრული კატასტროფაა. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ წარმოუდგენიათ. გეოდინამიკურად, ეს ყველაზე მაღალი საფრთხისშემცველი ტერიტორიაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობის ნებართვას გასცემენ, ასევე, სეზონური მდინარე ჩამოდის. ტერიტორიაზე, სადაც ამ მომენტში არაფერია, ცარიელი ადგილია და ყველაზე ახლოს მხოლოდ სააგარაკე ტერიტორიებია, მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა სურთ და “ქართულმა ოცნებამ” დღეს ამას დაუჭირა მხარი. ურბანულად სრულიად კატასტროფული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კახა კალაძისთვის გენერალური გეგმის მიღება პიარ-აქცია იყო. როგორც ჩანს, მას მერე არც გეგმაში ჩაუხედავს და არც ის აინტერესებს, ქალაქი როგორ და რა ფორმით უნდა განვითარდეს. ის არის დეველოპერების ინტერესების გამტარებელი ადამიანი, რომელიც გარდა პარტიული და პოლიტიკური კორუფციისა, კიდევ ძალიან დიდ სარგებელს იღებს. ყველა სხდომა არის იმის დადასტურება, თუ როგორ მდიდრდებიან მისი ახლობლები და ნათესავები თბილისის ინტერესების საზიანოდ”, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, სოფელ შინდისში არსებულ მიწის ნაკვეთებზე „თაუნ ჰაუსები"-ს და სააგარაკე-დასასვენებელი ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე 41-ე საკითხად განიხილეს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, კომპანია, რომელიც შინდისში მშენებლობებს გეგმავს ქართველი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის შვილების სახელზეა რეგისტრირებული და სწორედ ეს არის გეგმის დამტკიცების მიზეზი. მათივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ფუნქციით სხვა მრავალსართულიანი შენობა არ არის.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა