ანონსი  10 ივნისი

10 ივნისს, 10:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობისას დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად, საპროტესტო აქციას გამართავს.

თემა: დანგრეული საცხოვრებელი სახლები, ჩამონგრეული რიკოთის გზა და უღელტეხილზე დაწესებული საავტომობილო შეზღუდვა.

მის: ზესტაფონი, უზნაძის ქუჩა.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577148118

10 ივნისს, 11:00 საათზე, პიანისტი ეკატერინე კინწურაშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში აგრძელებს საქმიანობას, კონსერვატორიაში კამერული ანსამბლის მასტერკლასს ჩაატარებს.

აუდიტორია - #304.

10 ივნისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისში ირაკლი კუპრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ლელომ“ სასამართლო ბრძოლა მოიგო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრების ლაშა და ლერი ბოჭორიშვილების მიმართ, სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და ბათილად ცნო მათი ტყიბულის საკრებულოდან გათავისუფლების ბრძანებები.

10 ივნისს, 17:00 საათზე, „სქილვილ აკადემიაში“ პანელური დისკუსია თემაზე „მარკეტინგის ტრენდები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“, ასევე აკადემიის ციფრული მარკეტინგის კურსების წარდგენა გაიმართება.

მის: თამარაშვილის 13

საკონტაქტო: ნუცა წერეთელი - 577 42 01 21

10 ივნისს, 19:00 საათზე, აჰმადიას მუსლიმთა ასოციაცია საქართველო (AMAG) სასტუმრო ჰუალინგში აწყობს ეროვნული მშვიდობის სიმპოზიუმს. სიმპოზიუმის თემაა მსოფლიო კრიზისი და მშვიდობის გზა. სიმპოზიუმს გახსნიან: გერმანიის ელჩი, ვატიკანის ელჩი, გერმანიაში ,,Humanity First" ევრაზის დირექტორი, მისი უწმინდესობის სპეციალური წარმომადგენლის ჰადრატ მირზა მასროორ აჰმედი.

10 ივნისს, 20:00 საათზე, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი ხობში გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან ისაუბრებენ ადგილობრივ პრობლემებზე მათი გადაჭრის გზებზე და დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზების ადვოკატირების კამპანიაში.

მის: ხობის ცენტრალური პარკი

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს