რუსეთის მთავრობის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, ის რუსეთის მთავრობაში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კურატორია. მან უკვე დაათვალიერა არაერთი ობიექტი, რომელიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით გარემონტდა.
რუსეთის დელეგაცია, ასევე, ეწვია ბიჭვინთაში მომავალი Moscow Resort Hotel-ის ტერიტორიას.
ნოვაკი სოხუმის აეროპორტის შემოწმებასაც გეგმავს, რომლის აღდგენასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ინვესტორის მონაწილეობით აპირებს.