აშშ-მა უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის დახმარების გაწევის ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რომელიც მრეწველობასთან და პარტნიორ ქვეყნებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებას ითვალისწინებს, შესაბამისად აღჭურვილობა უკრაინას უახლოეს პერიოდში არ გადაეცემა.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტებს Patriot ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, Hawk ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს, 105 მმ და 203 მმ საარტილერიო ჭურვებს, Puma უპილოტო საავიაციო კომპლექსებს, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის ლაზერული დამიზნებით, ასევე, დახმარებას ტექნიკის მომზადებაში, ტექნიკურ მომსახურებასა და უზრუნველყოფაში.

“შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის შესაძლებლობების მისაცემად, რომელიც საჭიროა ბრძოლის ველზე საჭიროებების და უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, - წერია პენტაგონის განცხადებაში.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ