თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს ირანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და თეირანიდან მიიღო ასობით კამიკაძე საბრძოლო დრონი, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე დარტყმისთვის. ამის შესახებ BBC-ი წერს.
ახლახანს გასაჯაროებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დრონები აიწყო ირანში, ხოლო რუსეთში კასპიის ზღვის გავლით გადაიტანეს და შემდეგ უკრაინაში გამოიყენეს.
„ბოლო კვირებში, რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა კიევზე დარტყმისა და უკრაინის მოსახლეობის დასაშინებლად და, როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის სამხედრო პარტნიორობა ღრმავდება“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანიდან იღებს მასალებს, რომლებიც საჭიროა დრონების ქარხნის ასაშენებლად და რომელიც შეიძლება სრულად ამოქმედდეს მომავალი წლის დასაწყისში თათარისტანში, „ალაბუგას“ სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.
„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი მუშაობს ირანთან, რათა აწარმოოს ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შიგნით“, - ციტირებს Reuters ჯონ კირბის სიტყვებს.