დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთი ირანს რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ გააკეთა.

“ირანი რუსეთს იარაღისა და საბრძოლო მასალის მუდმივი ნაკადით უზრუნველყოფს, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო პირების მოსაკლავად გამოიყენება”, - განაცხადა კლევერლიმ.

ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი განცხადებაა, რომელშიც იგი თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში ადანაშაულებს.

კლევერლიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთი ირანს “რთულ სამხედრო ტექნოლოგიებს, ფინანსურ დახმარებასა და რჩევებს აწვდის, რომლებიც [ირანულმა] რეჟიმმა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი პარტნიორებისადმი მუქარებისთვის ან პროტესტების ჩასახშობად შეიძლება გამოიყენოს”.

“დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაასანქცირეს ამ იარაღით სასიკვდილო ვაჭრობისთვის ბევრი პასუხისმგებელი პირი და გააგრძელებენ ამ განწირული ალიანსის პასუხისმგებლობაში მიცემას,” - განაცხადა კლევერლიმ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის