უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინა, ვილნიუსის სამიტზე, ნატო-ში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს

უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების ალგორითმს მიიღებს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, არ ელის, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იქნება.

„ყველა ნიშანია იმისა, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც სურს, გარკვეულ ფორმატში. უკრაინას ახლაც ვილნიუსის სამიტზე ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ომის შემდეგ, ვთქვათ, ერთი-ორი წლის განმავლობაში, გარკვეული პროცედურული საკითხების განხორციელების შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ნატო-ს წევრები“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა