შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კულტურის ფესტივალს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) რიგით მე-11 კულტურის ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების კულტურული სტენდები იყო წარმოდგენილი.

IBSU-ცნობით, ნაციონალურ ტანისამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა ტრადიციული ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ასევე, სხვა სტუდენტებს ნაციონალური კერძები გააცნეს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სპეციალური საქველმოქმედო სტენდიც მოეწყო და სტუდენტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის განცხადებით, ღონისძიება ინტერნაციონალიზაციის განვითარებასა და კულტურული კავშირების გაცნობა-გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

„კულტურის ფესტივალი, როგორც ტრადიცია, წელს უკვე მეთერთმეტედ ტარდება. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მსგავსი ღონისძიებებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს სტუდენტებს ერთმანეთის კულტურის უკეთ გაცნობაში. მომდევნო წლის რიგით მე-12 კულტურის ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა რექტორმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე